როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, თბილისში დაკარგული მამაკაცი სამართალდამცავებმა იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მამაკაცის დაკარგვის შესახებ.
“ამა წლის 6 სექტემბერს, შუადღეს, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ლევან ღაციაშვილი.
თუ ფლობთ ინფორმაციას მის შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ტელეფონზე: 570-905-825. გთხოვთ, ასევე, გაავრცელოთ ეს განცხადება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს დახმარება. დიდი მადლობა!“ – წერია განცხადებაში.