თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათ შორის ერთს ოპერაცია სასწრაფოდ ჩაუტარდა.
ვარკეთილში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.