თბილისში, ბერი სალოსის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი.
ხანძრის შედეგად საოჯახო ნივთები დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.