თბილისში, „გამოფენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ადგილზე სამშენებლო მასალის სასაწყობე ფართი იწვის. ცეცხლი საღებავებს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.
ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.