თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელი კორპუსში ღამით გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან უვნებლად გაგამოიყვანეს 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.
მათივე ცნობით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. დაიწვა 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.