საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა. მათი ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ბინიდან 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება. ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.