რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა თბილისში.
ბიძგები აზერბაიჯანში _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა.
როგორც “გურია ნიუსს” სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ბიძგების სიმძლავრემ, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა, მიწისძვრის ეპიცენტრში 5.7 მაგნიტუდი შეადგინა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრასთან დაკავშირებით გამოძახება არ დაფიქსირებულა.