თბილისში პატრულ-ინსპექტორი ზაზა კახნიაშვილი დაჭრეს. შემთხვევა 7 იანვარს, შობას, თბილისის ზღვის მიმდებარედ მოხდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ფაქტს შსს ადასტურებს, თუმცა, არ კონკრეტდება, თუ რა ვითარებაში მოხდა დაჭრა. პატრულ-ინსპექტორი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ყურადღებას საჭიროებს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები არ აკონკრეტებენ, ასრულებდა თუ არა ზაზა კახნიაშვილი საავადმყოფოში შეყვანის დროს, სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, ანუ იმყოფებოდა თუ არა პატრულის ფორმაში. ექიმების ინფორმაციით, ნაფლეთი ჭრილობა იარაღით აქვს მიყენებული.
































































