ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გაზსადენის დაზიანების გამო გააკეტილია.
როგორც „ყაზტრანსგაზი“ იუწყება, გაზსადენი დავით გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან სამშენებლო კომპანია “დინ გრუპის” მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.
“დავით გურამიშვილის გამზირის 50 ნომერთან, სამშენებლო კომპანია “დინ გრუპის” მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას დაზიანდა საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი. შედეგად თბილისი ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.
გთხოვთ არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში – 2404004,”- აღნიშნულია განცხადებაში.