დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები რობაქიძის გამზირზე მიმდინარეობს. კონტრაქტორმა კომპანიამ დაზიანებული ბორდიურები და ტროტუარის საფარი მოხსნა.
“დემონტაჟის შემდგომ, გაკეთდება ახალი ბორდიურები, ხოლო საფეხმავლო ტროტუარებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება”, _ აცხადებენ მერიაში.
საგზაო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს წერეთლის გამზირის N111-სა და 113-ში, რომელიც დასკვნით ეტაპზეადა რამდენიმე დღეში დასრულდება. წერეთლის გამზირის N105-ში კონტრაქტორმა კომპანიამ კი სამუშაოები უკვე დაასრულა.



























































