30 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
“ჩვენი რეპეტიცია. დიდი მადლობა მაესტრო ვახტანგ კახიძეს, თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და ყველა შემსრულებელს.შევხვდებით დიდ საკონცერტო დარბაზში“, _ წერს რუსუდან სებისკვერაძე ფეისბუქზე.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ცნობილი კომპოზიტორის ცნობილ სიმღერას “ვკეცე-ვკეცე“, რომელსაც ასრულებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, “თეატრალურის კვარტეტი”, ანსამბლი “რუსთავი“ და მომღერლები: ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნოდიკო ტატიაშვილი, მაია ჯაბუა. როიალთან ნინო გულიაშვილი.