თბილისში ჩატარდა ლევან გალდავას სახელობის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში. ეს არის ყველაზე ტიტულოვანი The Arnold Classic ) სალიცენზიო ტურნირი, სადაც ი ასპარეზა 19 წლის ჭანიეთელმა სპორტსმენმა სოსო ჩახვაძემ. მან ძალისმიერ სამჭიდში შტანგის აწევით 270 კგ დაძლია, გახდა აბსოლუტური ჩემპიონი და ლიცენზიის მფლობელიც გახდა.
მალე ის ესპანეთში იასპარეზებს , ძალისმიერ სამჭიდში, ყველაზე ტიტულოვან შეჯიბრში ( The Arnold Classic ) იასპარეზებს.
სოსო ჩახვაძემ შარშანაც , საქართველოს პირველობაზე სამჭიდში, 18-19 წლიანთა ჯგუფში, რეკორდი დაამყარა, ასწია 285 კგ.
_ვემზადები მომდევნო გამარჯვებებისთვის, _ თქვა მაშინ სოსო ჩახვაძემ „გურია ნიუსთან“.
სოსიკო, როგორც მას სოფელში სიყვარულით ეძახიან, პატარა ასაკიდანვე უჩვეულო ჟინით შეუდგა საყვარელ სპორტულ საქმიანობას. გამუდმებული ვარჯიშით, დილაადრიან სოფლის გზატკეცილზე სირბილით, თვითნაკეთი მძიმე ნივთების სახით, სიმძიმეების აწევით იწყებოდა და იწყება მისი ყოველი დღე. სოსიკოს უდიდესი სურვილი აქვს, სპორტისეს სახეობა უფრო საინტერესო გახდეს და ოლიმპიურ სპორტულ სახეობათა ჩამონათვალში მოექცეს.
„გურია ნიუსი“ ულოცავს სოსო ჩახვაძეს გამარჯვებას და ულევ წარმატებებს უსურვებს.
ავტორი