ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა ინფორმაცია ,საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების შესახებ.
_ სოფელ ლიხაურისა და ჭანიეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 2 464 მეტრია, ამ წელს მოხდება. ობიექტს 1 მილიონ 609.226 ლარი მოხმარდება, _ თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებს შორის მდებარე გზა, გარდა ურთიერთდაკავშირებისა, სასაფლაოზე მიმავალი გზის კვეთაზეა და იქამდე მისასვლელად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
მოსახლეობა, მრავალი წელია, ამ უკიდურესად დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ითხოვს.
საკრებულოს სხდომამ ერთხმად მიიღო განკარგულება, რაც ძალიან გაახარებს ამ სოფლების თითოეულ მცხოვრებს.
ავტორი































































