წუხელ, გვიან, ოზურგეთის მუნიციპლიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) მილორსი ქავთარაძის ძროხა დათვმა დაგლიჯა.
_ძროხას ბეჭებზე ხორცი ამოგლეჯილი აქვს, ცოცხალ-მკვდარი იპოვეს. ცდილობენ გადაარჩინონ, თუმცა რამდენად შესაძლებელია ეს, არავინ იცის. პირუტყვი ძალიან არის დაბეგვილი, _ ამბობენ მეზობლები.
დათვის თავდასხმის ფაქტები ბოლო თვეებში, გურიაში, საკმაოდ მომრავლდა. ის ასევე შედის თხილის თუ ხეხილოვანთა პლანტაციებში და ამტვრევს ტოტებს, ამსხვრევს დიდ თუ პატარა ხეებს. ხალხში საკმაო შიში გაჩნდა.
„ახლა ისეთი სეზონია, ყველა ვშრომობთ. ხან ტყეში ვართ, ხან პლანტაციებში. მოულოდნელად ჩვენც რომ დაგვესხას თავს, რა უნდა ვქნათ?“ – ამბობენ ისინი.
ავტორი