იუნისეფის ინფორმაციით, ისტორიაში პირველად, გლობალურ დონეზე სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბწონიანობამ, როგორც არასწორი კვების გავრცელებულმა ფორმამ, წონის ნაკლებობას გადააჭარბა.
როგორც იუნისეფში აცხადებენ, ეს მოვლენა მოითხოვს გადაუდებელ და კოორდინირებულ ნაბიჯებს, რათა შეიცვალოს მავნე გარემო, რომელშიც ფულადი მოგება ბავშვთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მაღლაა დაყენებული.
“ბავშვთა ჭარბი წონის პრობლემის გადასაჭრელად სამი გზაა:
მკაფიო ეტიკეტირება: საკვებისა და სასმელის შეფუთვებზე ეტიკეტები უნდა იყოს მკაფიო და გასაგები, რათა ბავშვებსა და მათ ოჯახებს ჰქონდეთ ჯანსაღი პროდუქციის შერჩევის შესაძლებლობა.
არაჯსანსაღი საკვები უნდა აიკრძალოს სკოლებში და მათ გარშემო, რათა ბავშვებს ჰქონდეთ ნოყიერი და ჯანსაღი კვების შესაძლებლობა.
აუცილებელია ბავშვების დაცვა მავნე პროდუქციის მიზანმიმართული რეკლამისგან, მათ შორის ონლაინ სივრცეში, შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით”,_ აცხადებს იუნისეფი საქართველო.

































































