გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჭიდან ამოყვანილი 40 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, კლინიკაში მოთავსებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა. უჟანგბადობის გამო დაიღუპა მისი მამაც, 62 წლის კაცი.
თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ბაკურციხეში შუახნის კაცი ჭაში სოფლის სხვა უბანზე წყლის გადასამისამართებლად ჩავიდა, მან ამოსვლა ვეღარ შეძლო, ამიტომ დახმარებისთვის ჭაში მისი შვილიც ჩავიდა.
სამაშველო სამსახურის და ადგილობრივების დახმარების მიუხედავად, მამა- შვილი უჟანგბადობის გამო გარდაიცვალა.
წყარო: knews.ge