ამ წუთებში, ჭიათურაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის გაშუქების უფლება მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ- საკრებულოს შენობაში ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს არ უშვებენენ.
როგორც “გურია ნიუსს” მედიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, უცნობია, რის გამო უზღუდავენ მათ სხდომის გაშუქებას.
შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომა კანონით საჯაროა და დასწრების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.