სამსახურში თანამშრომლების მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილების კვლევამ აჩვენა, რომ 7 წერილიდან ერთი ჭორის შემცველია.
კვლევა გაკოტრებული ამერიკული კომპანიის „ენრონის“ თანამშრომლების მიერ გაგზავნილ ასობით ათას მეილზე ჩაატარეს.
ჯორჯიას შტატის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, რომ ელექტრონული წერილებიდან უარყოფითი ჭორის შემცველი მეილი სამჯერ მეტია, ვიდრე დადებითი.
ასოცირებული პროფესორი ერიკ გილბერტი ამბობს: „როცა ჭორს ახსენებ, ადამიანების უმრავლესობას უარყოფითი ინტერპრეტაცია უჩნდება, მაგრამ, რეალურად, ეს კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა. მცირე ნაწილიც კი, ინფორმაციისა, მაგალითად, „ერიკმა თქვა, შეიძლება დამაგვიანდეს ამ შეხვედრაზე“, ადამიანებში აყალიბებს შთაბეჭდილებას, რომ ერიკი არ არის პუნქტუალური. ჭორი, ზოგადად, არის ის, თუ როგორ ვიცით, რაც ვიცით ერთმანეთის შესახებ.
ჭორაობა არის ის, რასაც ჩვენ ყველა ვაკეთებთ ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. „ენრონი“ არ განსხვავდება სხვა ამერიკული კომპანიებისგან. შეიძლება, რომ კვლევის შედეგები განვაზოგადოთ“.
ავტორი