
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
_ არ ეწყინებათ ლანჩხუთელებს და ოზურგეთელებს, თუ ვიტყვი რომ ჩოხატაურთან მიმართებაში მიკერძოებული ვარ, რადგან აქ არის ჩემი ფესვები, _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ამ ცენტრის გახსნის იდეა თემურ ჭკუასელს ეკუთვნის და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადა.
კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისი.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის გახსნას ანტიგუას და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ახალი ტექნოლოგიების მინისტრი ბატონი ნიკოლასი დაესწრო _ წულუკიანის თქმით, ნიკოლასის ვიზიტის მიზანი საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა.
გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა მისი წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორ ახალგაზრდას გადასცა.
წულუკიანმა დააანონსა, რომ ასეთივე ცენტრი ლანჩხუთში შენდება.









































































