“სააკაშვილს ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი და ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს და სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა “რუსთავი 2”- ის ეთერში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე ციხეში სააკაშვილი პოლიტიკურად კომფორტული იქნება “ქართული ოცნებისთვის”?! წულუკიანი პასუხობს, რომ მისთვის ყველა პატიმარი თანაბარია.
დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მას ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი და ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს და სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ.
ამ წლებმა გვაჩვენა, რომ სააკაშვილის დაჭერა სინამდვილეში არავისაც არ უნდოდა: ინგა გრიგოლია
კარგი კვება არის პატიმრისთვის პოლიტიკური საკითხი და კარგად რომ მოექცე. როდესაც მათი დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და შემდეგ იქიდან გამოდიან ხოლმე ნაკვებნი და მოსუქებულები, ეს პოლიტიკური საკითხია.
მე არ მიგრძვნია ორი წელი, რაც პენიტენციურ სისტემაზე კოორდინაციას ვახორციელებდი არ მიგრძვნია არანაირი დისკომფორტი, ამას ვამბობ გულწრფელად, ჩვენთვის ყველა პატიმარი ერთი და იგივეა.
“ნაციონალური მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ” ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.