სახელმწიფომ დავა მაქსიმალურად მის სასიკეთოდ დაასრულა _ ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის სტარაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე.
წულუკიანის თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკვება, მისი წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და უარყოფლ იქნა მერაბიშვილის პოზიცია, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იქნა დაპატიმრებული.
რაც შეეხება კონცვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო:
“9 ხმით, 8-ის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს” _ განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილისთვის სახელმწიფოს 4 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას იშვიათად ადგენს. ანალოგიური გამოყენებული იყო იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეებზე.
დიდი პალატის მიერ მიღებული დასკვნა სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ვანო მერაბიშვილის საქმე სახელმწიფოს მხრიდან მე-18 მუხლის დარღვევაზე ევროსასამართლოში უკვე მეშვიდეა, თუმცა ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან დიდი პალატა ასეთ საკითხს პირველად განიხილავს.