ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სენატორმა ტედ კრუზმა მისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ივანიშვილის თავზე აღმართა ფინანსურ სანქციათა გილიოტინა.
„ძალაუფლების ტკბობისთვის ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო დარჩა. ვპირდები ოლიგარქ ივანიშვილს, რომ მის მიერ მიტაცებული სიმდიდრე და ქონება დაუბრუნდება ქართველ ხალხს და სანქციების მახვილი იქამდე არ მოსცილდება მის კისერს, ვიდრე არ მოიტანს ყველაფერს, რაც წაიღო ხალხისგან“,_ განაცხადა ნათელაშვილმა.