თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გადჭარბებული სიჩქარით მოძრავი BMW -ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მაშველებს ავტომობილიდან მგზავრების გადმოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს.