„ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებისადმი ტელკომპანიის მიმართვას ავრცელებს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედისა“ და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ ორი პარტიის მხარდამჭერების და სხვა ოპოზიციური ძალების აქტივისტების მხრიდან თავდასხმისა და ბულინგის მასშტაბურ კამპანიას.
„ტელეიმედი“ საელჩოებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ „თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია – დისკრიმინაციისა და დამამცირებელი მოპყრობის დაშვება და რეაგირების გარეშე დატოვება კი საზოგადოებას ამ მიზანს აშორებს.
ტელეკომპანია იმედს გამოთქვამს, რომ საელჩოების წარმომადგენლებს ექნებათ მკაფიო და ნათელი გზავნილი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის – ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების – მიერ მედიაზე შეტევას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ნათლად ჩვენება, რომ არანაირი თავდასხმა – ვერბალური, ბულინგი თუ ზეწოლა ყურადღების გარეშე არ დარჩება“, – აღნიშნულია მიმართვაში.