“ხელისუფლებამ დახურა იბერია” – ეს საპროტესტო განცხადება გადაცემების ნაცვლად ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გადის.
არჩევნებამდე 12 დღით ადრე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეწყვიტა. არხის ხელმძღვანელობა მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც „ომეგა ჯგუფს, რომელიც ტელეკომპანიას ფინანსურად უზრუნველყოფდა, პრობლემები შეექმნა და სიგარეტის ქარხანა OGT-ი დახურა.
“იბერიას” 200-მა თანამშრომელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას.
არხის ხელმძღვანელები დამოუკიდებელი მაუწყებლობის გადასარჩენად ბიზნესსექტორს “იბერიას” ეთერში რეკლამების განთავსებისკენ მოუწოდებს.