რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია “იმედმა” პოლიტიკური დებატების დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ტელეიმედი“ ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება _ თებერვლიდან „იმედის“ ეთერში დებატები დაიწყება.
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა საკითხზე საგნობრივ დისკუსიას „იმედის“ მაყურებელი კვირაში ერთხელ მოისმენს.
არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის.
გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი იქნება.
არხი უკვე მუშაობს გადაცემის ფორმატზე, მიმდინარეობს სტუდიის მოწყობაც“, _ აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.
პოლიტიკურ დებატებს სამშაბათidan ტელეკომპანია “რუსთავი 2”-იც დაიწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ დებატებისთვის ეთერი დათმობის შესახებ მზაობა კრიტიკულმა ტელევიზიებმაც გამოთქვეს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, მივლენ თუ არა ამ ტელევიზებში დებატებში მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის წარმომადგენლები.




























































