მექსიკის ქალაქ გუადალაჯარაში სამაუწყებლო ტელეკომპანიის წინ 2 ადამიანის თავი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჯერ-ჯერობით უცნობია ვის ეკუთვნის ნაპოვნი თავები.
უსაფრთხოების თანამშრომლის თქმით, არის მინიშნება იმისა, რომ ეს CJNG-ს, მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დატოვებული გზავნილია.
როგორც მედია ვარაუდობს, გზავნილი თანამდებობის პირებისკენ არის მიმართული და არა მაუწყებლისკენ.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ქალაქის სხვა ადგილას კიდევ ერთი მაცივარი აღმოაჩინა, რომელშიც მოსამართლის მიმართ მუქარის შემცველი წერილი იდო.