ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანს, 59 წლის ჯერემი უეიდს არხებზე – “დისკავერი” და “ცხოველთა პლანეტა”, მიჰყავს პროგრამა, სახელწოდებით “მდინარის მონსტრები”.
ჯერემი ადრე ჩვეულებრივ ზვიგენებსა და პირანიებს იჭერდა, თუმცა ამას წინათ ბუენოს-აირესის მახლობლად 137 კგ-იანი გიგანტურ სკაროსთან მოუხდა 4-საათიანი ბრძოლა და გაიმარჯვა.
სხვათა შორის, მსგავსი ზომის სკაროსმა მოკლა 2012 წელს გულის არეში კუდის მახვილის ერთი დარტყმით მოკლა ასევე ცნობილი ტელეწამყვანი და “ნიანგებზე მონადირე” სტივ ირვინი.
“ჩემს სიცოცხლეში ეს ყველაზე საშიში და მძიმე ორთაბრძოლა იყო, – თქვა უედმა, – “გოლიათი გველთევზას სატყუარას წამოეგო, მე კი მთელი ძალები მისი შხამიანი კუდის მახვილისგან თავის არიდებას შევალიე.