საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა არხის დირექციისგან დღის ეთერის გახსნას მოითხოვს.
მათი თქმით, ისინი თავად უზრუნველყოფენ დღის ეთერს ადამიანური და ტექნიკური რესურსით და ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ტელევიზიის მხრიდან მზაობა და თანხმობაა საჭირო.
ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, ყოველ დღე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაიმართება სახალხო ეთერი, რომელშიც ისეთ თემებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ, რომლებსაც პირველი არხი და სხვა სამთავრობო ტელევიზიები არ აშუქებენ.
დღეს „სახალხო ეთერი” ტყიბულელ მეშახტეებს მასპინძლობს, რომლებიც შახტიდან სწორედ მათი პოლიტიკური პოზიციის გამო გაანთავისუფლეს.
ავტორი: ნონა ჩხიკვიშვილი