ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებს, აქიმიძეს და დვალს იმ წილს გადაუფორმებს, რაზეც მოლაპარალებულები არიან.
ხალვაში წილის ოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ საკონტროლო პაკეტი მის ხელში დარჩება.
“ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ვიღაც სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს, შევეცდები ის ისეთი იყოს როგორიც წარმომიდგენია და იყოს ხალხის სამსახურში,“- განაცხადა ქიბარ ხალვაშმა საზოგადოებრი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში..