“მივდივარ საჭყონდიდლოში. ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს“, _ განაცხადა მეუფე პეტრემ, რომელიც საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა. ტელევიზიის თანამშრომლებმა მეუფე ტაშით და სამახსოვრო ფოტოთი გააცილეს.
ტელევიზიის თანამშრომლები მეუფე პეტრეს მიერ გაწეულ სამუშაობს დადებითად აფასებენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი თანამდებობაზე დააბრუნოს.