ტვ პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროკურატურის განჩინებას ეხმიანება, რომლითახც უწყებას ტვ პირველიდან მასალების ამოღების უფლება მიეცა.
გრიგოლიას თქმით, ტელევიზიაში პროკურატურის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ.
“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის “რუსთავი ორი”? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი”,– წერს გრიგოლია Facebook–ზე.