“საქართველოში ამინდის არასტაბილურობის მორიგი ნიშნები ბრუნდება, რაც ბევრ რეგიონში ელ-ჭექის, სეტყვისა და წვიმის გახშირებას გამოწვევს.
მომდევნო 4 დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელებაა მოსალოდნელი, ტემპერატურა ყველაგან დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს, ლოკალურად შესაძლებელია ზოგან ძლიერი ნალექიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა მთიანი ტერიტორიები და კახეთის მხარე, სადაც ყველაზე მაღალი ალბათობაა ძლიერი წვიმისა და სეტყვის“,_ აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს.































































