საქართველოში 12 ოქტომბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება.
თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა 24 გრადუსს მიაღწევს. მოსალოდნელია ნისლი.
13 ოქტომბრიდან ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. დღის მეორე ნახევრიდან ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.