უახლოეს დღეებში ამინდის მხრივ კვლავ არასტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება…
დავიწყოთ ბათუმით, სადაც სეზონის პიკია და ჯაზ ფესტივალის მშვენიერი დღეები იწყება, სამწუხაროდ არ გავიმართლა, შაბათ-კვირას, წვიმიანი ამინდი იქნება და ყველა მეტეო პარამეტრი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
რაც შეეხება საქართველოს სხვა ტერიტორიას – უქმე დღეებზე ყველგან, ასევე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი.
ამინდის მოსალოდნელ ცვლილებას არამდგრადი ჰაერის მასა განსაზღვრავს, რომელიც ინტენსიურად გავრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჰაერის ტემპერატურა ზოგან ნორმაზე ოდნავ დაბალი იქნება.
თუ რაიმე ცვლილება იქნება პროგნოზში, მომდევნო განახლებებში მოგაწვდით ინფორმაციას.
წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი- კობა ფარტენაძე.