გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38, მთიან რეგიონებში +31, +36 გრადუსი.
24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.