გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ქარის ინტენსივობა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ ქარი შენარჩუნდება დღესაც და ხვალაც. ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაიკლებს.
“გუშინ თუ დაფიქსირდა სითბო 30 გრადუსამდე, დღეს, 10-12 გრადუსია მოსალოდნელი დაბლობ რაიონებში, მთაში 8-10 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 1- 6 გრადუსი. საღამოს საათებისკენ მაღალ მთაში შესაძლებელია, წვიმა თოვლჭყაპში გადავიდეს.
13 აპრილს დღის და ღამის ტემპერატურა ერთმანეთთან თითქმის თანასწორი იქნება, მაღალ მთაში ითოვებს. არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება 16 აპრილამდე, მაგრამ ნალექის ინტენსივობა კლებულობს. 14 აპრილის ღამის საათებში მოსალოდნელია გამოდარება. მთიან რაიონებში ღამის საათებში ყინვა მოიმატებს. 14-15 აპრილს დღის საათებში მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონეში 13-15 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა და მაღალ მთაში თოვლი. შედარებით გამოიდარებს შაბათს. ტემპერატურა შეიძლება ისევ 30 გრაუდუსამდე მოიმატოს”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი