ევროპის მასშტაბით ტემპერატურის სახიფათო დონეზე გაზრდის გამო მოსახლეობას ჯანმრთელობის მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა მომავალ კვირასაა მოსალოდნელი.
როგორც ცნობილია, ტემპერატურამ შესაძლოა ზოგიერთ ადგილებში 40 გრადუსს გადააჭარბოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტემპერატურის მატების გამო ხანძრების გაჩენის საფრთხე იზრდება, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები შეწუხებულები არიან.
მაუწყებლის ცნობით. ხელისუფლება განსაკუთრებით მოხუცებს, პატარა ბავშვებს და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებს, მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღონ, მზეზე გარეთ ყოფნას მოერიდონ, ატარონ ნათელი ფერის ტანსაცმელი და გრილი ადგილები მოძებნონ.
გარდა მისა, სახლში ფანჯრები მთელი დღის მანძილზე დაკეტილი უნდა იყოს და რეგულარულად მოხდეს იმ ადამიანების შემოწმება, ვინც თავს დამოუკიდებლად ვერ უვლის.