„ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგია, ჩემი აზრით, ძალიან განაწყობს, განსაკუთრებით მამაკაცებს საოცარი მოწიწებით,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, თეიმურაზ ჭკუასელმა გააკეთა.
„კურიერის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ცქიტიშვილი განიხილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობს.
თეიმურაზ ჭკუასელი მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატად მაია ცქიტიშვილის დასახელებას მიესალმება, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
თეიმურაზ ჭკუასელის განცხადებით, მომავალ პრეზიდენტს ადამიანებთან კონტაქტების დამყარება არ უნდა უჭირდეს.
„პრეზიდენტობა საქართველოში თავისი ფუნქციით ახლა უნდა იყოს ადამიანი განათლებული, აზრიანი, საუბარი უნდა შეეძლოს, ადვილად უნდა ამყარებდეს კონტაქტებს ადამინებთან. ასეთი ფუნქციის ადამიანები საქართველოში ბევრი შეიძლება მოიძებნოს და მაიაც, სხვათა შორის, ძალიან კარგი და სიმპატიური ადამიანია. ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგია, ჩემი აზრით, ძალიან განაწყობს, განსაკუთრებით მამაკაცებს საოცარი მოწიწებით,“ – განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გეგმავს.