პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ყოფილ წევრი თენგიზ შერგელაშვილი საკუთარ ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს და ოპოზიცია მოუწოდებს, მივიდნენ პარლამენტში და საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირონ მხარი.
“პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უწყდება დადგენილებით. პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
ანუ დადგენილების მიღებას 51 კაცი სჭირდება, თუ ოცნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წინააღმდეგი არ მისცა ხმა.
ზუსტად 51 კაცია ვისაც განცხადება აქვს შეტანილი პარლამენტის დატოვებაზე. ხო და მივიდნენ დღეს და საკუთარ უფლებამოსილების შეწყვეტას მისცენ ხმა, და თავადაც დაისვენონ და ჩვენც დაგვასვენონ”, _ წერს შერგელაშვილი.