ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისა და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას შეზღუდვების ახლიდან დაწესება მოუწევს.
„ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კითხვაზე, როდის შეიძლება დაიწყოს მესამე ტალღა ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპის შემთხვევაში, ცერცვაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მესამე ტალღა ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, საფრანგეთში მესამე ტალღა უკვე დაიწყო.