თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული აქვს და შემდგომში თამამად აიცრება ჩინური ვაქცინით.
„მე უკვე ვაქცინა გაკეთებული მაქვს. როდესაც იქნება შემდეგი დოზა, შემდეგი გაკეთება ვაქცინის, საერთოდ ექვსი თვის მერე ხელახლა იქნება გასაკეთებელი, მე თამამად ავიცრი ჩინური ვაქცინით, რამეთუ ის დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით.
მოდით, ესეც ვთქვათ, მას ეფექტი ნაკლები აქვს, მაგრამ უსაფრთხოა“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.