ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში ,,USAID ის სამოქალაქო განათლების პროგრამის’’ წლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის პარტნიორი 36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული გამორჩეული აქტივობები, პროექტები, პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტით დაფინანსებული პროექტები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლანჩხუთის #3 და ქვენობნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსულ თანხას მოსწავლეები ქველმოქმედებას მოახმარენ.
ასევე, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ინტერაქტიული პერფორმანსი ადიქციის თემაზე.
ღონისძიების მსვლელობისას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პრეზენტატორ მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
შეხვედრაზე დასახელდა ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კოხნარის, ხიდისთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლები.