EURONEWS-ის ინფორმაციით, ავსტრალიაში ტერაქტი მოხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს ებრაულ თემზე თავდასხმა უწოდა.
როგორც ცნობილია, ჰანუქას აღნიშნვის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი თავდამსხმელი გარდაიცვალა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სროლის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ებრაულ თემზე განზრახ თავდასხმა იყო. გამოძიებას ავსტრალიის კონტრტერორისტული დანაყოფი უხელმძღვანელებს.
































































