დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიმ თანამდებობა დატოვა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ტერეზა მეიმ მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ვერ შეძლო პარლამენტარების დარწმუნება ბრექსიტის შესახებ თავისი გეგმის სისწორეში.
მეის განმარტებით, 2016 წლის რეფერენდუმის დროს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, რის შემდეგაც მათი მოვალეობა ამ არჩევანის შესრულება იყო, თუმცა, მან პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ვერ მოახერსა და სამჯერ დამარცხდა. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ახლა დიდი ბრიტანეთის ახალმა მინისტრმა უნდა მიაღწიოს წარმატებას.
ის თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.