ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობიდან დღეს გადადგება. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას კი, მემკვიდრის დასახელებამდე განაგრძობს.
გადადგომის შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ ორი კვირით ადრე გააკეთა და მწუხარება გამოთქვა, რომ ვერ შეძლო ბრექსიტის პროცესის დასრულება.
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის თანამდებობის დაკავების მსურველი დღეს 11 პოლიტიკოსია, თუმცა არჩევნების დაწყებისთვის შესაძლოა, მათი რაოდენობა შემცირდეს. ახალ ლიდერს მოუწევს ქვეყნის გამოყვანა ევროკავშირიდან, რაც არ გამოუვიდა ტერეზა მეის.