”ტერიტორიის გაცვლა?! – მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ში წევრობის სანაცვლოდ” – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალური მდივნის ოფისის დერექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა შეიძლება ალიანსის წევრი მხოლოდ რუსეთისთვის ტერიოტრიების დათმობის სანაცვლოდ გახდეს.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ დანიის პრემიერმინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონპერენციაზე გააკეთა. წამოჭრილ თემას ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით, დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით, მხოლოდ თავად უკრაინა წყვეტს.
შეგახსენებთ, დღეს 20 აგვისტოს, ნიდერლანდებში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი, დანიაში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის ოფიციალურ პირებთან უკრაინისთვის f-16-ების გადაცემის საკითხს განიხილავს.