ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა და ზუგდიდიდან მანქანით წავიდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუში, სოფელ კირცხთან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ეს სოფელი ზუგდიდიდან აფახეთის მოპირისპირე მხარეს მდებარეობს და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვრიდან დაახლოებით, 30 კილომეტრში მდებარეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიიღებს ყველა ზომას, რომ კრიმინალი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ შეუშვას.