გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ესპანეთის ხელისუფლებას, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მიუსამძიმრა და ტერორიზმთან ბრძოლაში თანადგომა გამოუცახადა აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ისლამური ტერორიზმისგან კაცობრიობის აბუჩად აგდება. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ და ამ მკვლელებს არ უნდა მოვცეთ ჩვენი ცხოვრების წესის შეწყვეტის უფლება“,_ განაცხადა მერკელმა.
„ტერორიზმმა შეიძლება ბევრი სევდიანი და მწარე საათი დაგვიყენოს, როგორც ბარსელონაში მოხდა, მაგრამ ის ვერასდროს დაგვამარცხებს“,_განაცხადა მერკელმა.
როგორც ცნობილია, გუშინ ბარსელონაში რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა., რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ამავე თემაზე:
ბარსელონაში დახმარება საქართველოს 6 მოქალაქეს დასჭირდა
ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო