ცნობილი გახდა, რომ სპორტული ელექტრომობილის „Tesla Roadster“-ის გამოშვება 2024 წლამდე გადაიდო.
ცოტა ხნის წინ, „Tesla“-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა რომ, „Roadster“-ის მასობრივი წარმოება 2024 წელს დაიწყება.
ოფიციალური ინფორმაციით, „Roadster“ ბრენდის ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად ითვლება – მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ იქნება, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 1,9 წამში ავითარებს.
ილონ მასკს „Roadster“-ის გამოშვების თარიღის გადადების მიზეზი არ დაუსახელებია.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ 2017 წელს დაანონსებული ელექტრომობილი 2020 წლიდან გაიყიდებოდა, თუმცა მას შემდეგ ავტომობილის გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო.
ავტორი